მობილიზება რესპუბლიკის მოედანზე - რიონის მცველები მსვლელობისთვის ემზადებიან

25.05.21 17:07
მობილიზება რესპუბლიკის მოედანზე  - რიონის მცველები მსვლელობისთვის ემზადებიან

რესპუბლიკის მოედანზე რიონის მცველების მობილიზება დაწყებულია. აქციის მონაწილეები მასშტაბური მსვლელობისთვის ემზადებიან. დემონსტრანტებს მსვლელობა 4 საათზე ჰქონდათ დაანონსებული, თუმცა ამ დრომდე ისევ რესპუბლიკის მოედანზე რჩებიან. რიონის მცველების თქმით, ცოტა ხანში დაიწყება სიტყვით გამოსვლაც.