საფლავების შავი ბაზარი - ვისთან მიდის ფული?
"მელაძის შაბათის" ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება - დედაქალაქის ცენტრში საფლავები შავ ბაზარზე იყიდება. მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ხალხი, ვინც შავ ბაზარზე საფლავებს ყიდის ჭირისუფალთან შუამავლის საშუალებით კონტაქტებს.
გაირკვა ისიც, რომ თუ ჭირისუფალი მინიმუმ 4 500 ლარს გადაიხდის, სასაფლაოზე საბუთის გარეშე მიწის ყიდვა უპრობლემოდაა შესაძლებელი.
გამომძიებელმა ჟურნალისტმა მინიმუმ სამი ადამიანის ფარული, აღიარებითი ჩვენება მოიპოვა, რომელიც დანაშაულებრივ სქემაზე საუბრობს და ადასტურებს, რომ დედაქალაქის ცენტრში, იქ სადაც სასაფლაოების გაჭრა სასამართლოს 2015 წელს მიღებული გადაწყვეტილებით აკრძალულია, ახალი საფლავის გათხრა აქტიურად მიმდინარეობს.
ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება ისიც, რომ საბუთებს ჭირისუფალს არ აძლევენ და ფული სვანეთის უბანში ააქვთ.
ვინ შოუობს მიცვალებულთა ხარჯზე ფულს და მიდის თუ არა ეს წილები საჯარო მოხელეებამდე? - ნახეთ, ნატა ქაჯაიას რეპორტაჟი