მოსაკლავად განწირული კინოხელოვანი - ხელოვანის ცემაში ბრალდებული ქმარი მოსამართლემ გირაოთი გაათავისუფლა

01.07.23 22:03
მოსაკლავად განწირული კინოხელოვანი - ხელოვანის ცემაში ბრალდებული ქმარი მოსამართლემ გირაოთი გაათავისუფლა

ძალადობაში გატარებული 10 უმძიმესი წელი - ცნობილი ქართველი კინემატოგრაფი, ნინო კაჭარავა "შაბათის ეთერს" შემზარავ ისტორია უყვება. 62 წლის ქალი ამბობს, რომ ქმარი, ზურაბ ბერელაშვილი  ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად წლების განმავლობაში ძალადობდა. 

არსებობს აუდიო-ფაილი, რომელიც ქალზე სასტიკი ძალადობის პირდაპირი მტკიცებულებაა, თუმცა კაჭარავას თქმით, ეს პოლიციამ არ შეიმჩნია. მოსამართლემ კი კაცი კინო ფესტივალის “კინო -ვინოს“ დამფუძნებელი ციხიდან 5000  ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვა. 

ქალს ეშინია, რომ ყოფილი ქმრის სამიზნე ისევს გახდება. ამბობს იმასაც რომ ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის ფიქრის შემდეგ  მიიღო. როდესაც ძალადობის ბრალდებით დაკავებული მისი ქმარი სასამართლო დარბაზიდან ორ დღეში გაათავისუფლეს, 62 წლის ქალი მიხვდა, რომ საჯაროდ ლაპარაკი თავის გადარჩენის ერთადერთი გზა იყო.