შეტაკებების ღამე დევნილთა დასახლებაში - ვინ სცემა პოლიციელები?
"შაბათის ეთერს" რამდენიმე დღის წინ, წეროვანში მომხდარი დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. დევნილთა დასახლებაში ჰყვებიან, რომ პოლიციელების თავგასულობამ და ხალხის ფეხქვეშ გათელვამ სისტემური ხასიათი მიიღო.
ადგილობრივები "პირველებს" უყვებიან, რომ ყველაფერი 25 ივნისს გვიან ღამით, ტრადიციული შემოწმებით დაიწყო. დევნილთა დასახლებაში საპატრულო ეკიპაჟი შემოვლას ატარებდა. ცენტში პოლიციის სამიზნე ოთხ ახალგაზრდა გახდა და გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, "შაბათის ეთერს" ადგილზე პირად საუბრებში უყვებიან, რომ ახალგაზრდების აგრესიას პოლიციამ გიებით უპასუხა, ამის შემდეგ პროცესები უმართავი გახდა.
"შაბათის ეთერმა" დაადგინა, რომ პოლიციასთან ჩხუბში, ორი აბიტურიენტი და სტუდენტები მონაწილეობდნენ. ადგილობრივების მონათხრობით ირკვევა, რომ ვახო კასრაძემ, გურამ ზარიძემ, სოსო ხუციშვილმა და აჩიკო ბაშარულმა პოლიციას პასუხის დედის გინების გამო მოსთხოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ამ დროს პოლიციელები ძალადობაზე გადავიდნენ. ახალგაზრდების ჯგუფმა რომლებიც ღამის 12 საათზე სუპერმარკეტიდან სახლში მიდიოდნენ პოლიციელები სცემეს.
პოლიციასა და დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ახალგაზრდების ჩხუბის შემდეგ, დასახლებაში ნამდვილი განგაში გამოცხადდა. დაშავებული სამართალდამცველები მცხეთიდან გამოძახებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში წაიყვანეს. ადგილობრივი ახალგაზრდები რომლებიც პოლიციელების აგრესიისგან თავის დაცვა გადაწყვიტეს კი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, თუმცა საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა და ჩაფარცხვა სცადეს, პოლიციას ერთ ერთ ვერსიით შეეშინდა, რომ ახალგაზრდებს ჩვენებში უფლებამოსილების გადამატების ამბავი არ ეთქვათ