ჩვენს აქციებზე მოსული თითოეული ადამიანის უფლება იქნება დაცული - ვარლამ გოლეთიანი

25.05.21 17:13
ჩვენს აქციებზე მოსული თითოეული ადამიანის უფლება იქნება დაცული  - ვარლამ გოლეთიანი

ჩვენს აქციებზე მოსული თითოეული ადამიანის უფლება იქნება დაცული- ამის შესახებ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა, რესპუბლიკის მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გოლეთიანის თქმით, ის ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება და აქციაზე სიმბოლიკის აკრძალვაც კონფლიქტის პროვოცირების არიდებას ისახავს მიზნად. 

თითქოს ჩვენ არ ვემიჯნებით ძალადობას, ჩვენ ვართ შემოქმედი პროცესი, სადაც მოდიოდა კრიტიკულად დაპირისპირებული ჯგუფი, ვუქმნიდით ისეთ პირობებს, რომ ეს ადამიანები მშვიდობიანად ახერხებდნენ, რომ საერთო საქმის გარშემო გაერთიანებულიყვნენ, ჩვენ არ ვიკრიბებით აქ ერთმანეთის გამოსასწორებლად, ჩვენ ვიკრიბებით საკითხების გადასაწყვეტად, აქ დაცულია თითოეული ადამაინსი ინტერესი და თითოეული ჯგუფის ინტერესი, საუბარია, რომ არ იქნას გამოყენებული სიმბოლიკა, ეს ემსახურება იმას, რომ არ მოხდეს პროვოცირება დაპირისპირებისა და ჩვენმა მოწინააღმდეგე ძალებმა არ გამოიყენონ პროვოკაციისთვის, თუ ჩვენ გვინდა გაერთიანება, უნდა მოვახერხოთ ერთად დგომა, საკითხების ირგვლივ კონცენტრირება და ერთად ბრძოლა, ის დანაწევრების მცდელობა, რაც შემოაქვს ხელსიუფლებას, ეს არის დამაზიანებელი. მოვუწოდებთ ყველას, რომ აღარ იყოს სპეკულაცია. ჩვენს აქციებზე მოსული თითოეული ადამიანის უფლება იქნება დაცული და ამას გავაკონტროლებთ ჩვენ", - თქვა გოლეთიანმა. 

 

მსგავსი სიახლეები