ჩემი სამძიმარი მათ ოჯახებს! მადლობა ქართველებს! - ანდრეი ერმაკი

02.07.23 10:11
ჩემი სამძიმარი მათ ოჯახებს! მადლობა ქართველებს! - ანდრეი ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი გმირების, მალხაზ კვიჟინაძის და ჯონი ოიშვილის ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ ანდრეი ერმაკი ტელეგრამ არხზე წერს. 

ომი, სამწუხაროდ, არის ტკივილი და დანაკარგი. ჩვენ ვკარგავთ ჩვენს გმირებს, ასევე მოხალისეებს, რომლებიც იბრძვიან უკრაინისთვის რუსული ბოროტების წინააღმდეგ.

ასეთები იყვნენ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანები მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი, რომლებიც თავდაცვის ძალების რიგებში იბრძოდნენ.

ოდიშვილი ბახმუტთან გარდაიცვალა, კვიჟინაძე კი - ლუგანსკის რაიონში. დაღუპული ცხედრები საქართველოში ჩამოასვენეს. სადაც გმირებს დაკრძალავენ.

ჩემი სამძიმარი მათ ოჯახებს!  

დიდება უკრაინას! მადლობა ქართველებს! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!, - წერს ერმაკი.