ყველა, ვინც მსოფლიოში აგრესორს დაეხმარება, უკრაინისა და მსოფლიოსგან პასუხს მიიღებს - ზელენსკი

02.07.23 10:16
 ყველა, ვინც მსოფლიოში აგრესორს დაეხმარება, უკრაინისა და მსოფლიოსგან პასუხს მიიღებს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი სანქციების ახალი პაკეტის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ყველა, ვინც აგრესო რუსეთს დაეხმარება, უკრაინისა და მსოფლიოსგან პასუხს მიიღებს.

გამოქვეყნებულია უკრაინის სანქციების მორიგი პაკეტი მათ წინააღმდეგ, ვინც რუსეთს ამ ტერორისტული ომის წარმოებაში ეხმარება. კერძოდ, თითქმის 300 იურიდიული პირისა და თითქმის 200 ფიზიკური პირის წინააღმდეგ არის სანქციები. და ესენი მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები არ არიან. ყველა, ვინც მსოფლიოში აგრესორს დაეხმარება, უკრაინისა და მსოფლიოს პასუხს მიიღებს, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის მიერ შემუშავებული სანქციების ახალ პაკეტში  Georgian Airways და მისი მფლობელი თამაზ გაიაშვილიც შედიან.