ხარაგაულში მეწყერში მოყოლილ პენსიონერს ეძებენ
სოფელ მარელისში 77 წლის მამაკაცს ეძებენ. პენსიონერი მეწყერმა მოიყოლა. სამძებრო სამაშველო სამუშაოებში კინოლოგები და ტექნიკაა ჩაართული.
დაკარგული კაცის შვილი ამბობს, რომ პენსიონერი საღამოს საათებში დაკარგულ პირუტყვს ეძებდა, რა დროსაც მთა ჩამოიშალა და კაცი მეწყერმა მოიყოლა. შემტხვევას თვითმხილველებიც ჰყავს.
მოდიოდა კაცი ხიდზე, იქ რო მივიდა დაუძახეს, „ბუტკამდე“ ვერ მიასწრო. აი, იმ მონაკვეთში უცებ წამოვიდა მიწა, - ამბობს ადგილობრივი.
ხარაგაულში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. უამინდობისა და უხვი ნალექის გამო სოფელში მთა ჩამოიშალა. პარალიზებულია სარკინიგზო მიმოსვლაც. ლიანდაგები დაიტბორა, საკონტაქო ქსელი კი წყობიდან გამოვიდაю