თავდასხმების სერია ქვეყანაში - შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, ძალადობას გმობს

02.07.23 11:59
თავდასხმების სერია ქვეყანაში - შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, ძალადობას გმობს

ორკესტრირებული თავდასხმების შემდეგ პარლამენტის თავმდჯომარე ირწმუნება, რომ დაისჯება ყველა, ვინც ძალადობას განახორციელებს. ამასთან, შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ მოძალადეები სწორედ ოპოზიციაში არიან. მისი თქმით, ძალადობრივი იყო 7-8 მარტის აქციებიც. 

ოპოზიცია საკუთარ მოძალადეებს მოძალადეებად არ აღიქვამს ხოლმე და როდესაც ისინი ხდებიან ძალადობის მსხვეპლები, მაშინ ჰგონიათ, რომ ადამიანები უნდა ისჯებოდნენ, ხოლო თუ ისინი ძალადობენ სხვებზე, მაშინ არ უნდა ისჯებოდნენ. ყველას შევახსენებ 7-8 მარტის ძალადობრივ აქციას, როდესაც პარლამენტის შენობაზე იყო თავდასხმაც და გახსოვთ კიდევ ერთხელ და გავიმეორებთ, რომ მოლოტოვის კოქტეილი პირველად საქართველოს ისტორიაში გამოიყენეს და ესროლეს პოლიციელს და დღემდე არავის დაუგმია. ძალადობა ადამიანის პროფესიის მიხედვით არ იყოფა ანუ არავინ არ უნდა იყოს, არც ექიმი, არც საჯარო მოხელე და არც სკოლის მასწავლებელი, არავინ უნდა იყოს მოძალადე, არც ჟურნალისტი. ძალადობა, ზოგადად, მიუღებელია, - ამბობს შალვა პაპუაშვილი.