13 წლის მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებული სასამართლოს მოლოდინშია - 50 წლის კაცი დანაშაულს არ აღიარებს
13 წლის მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებული კაცი სასამართლოს მოლოდინშია. 50 წლამდე მამაკაცი ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს.
ბრალის ოფიციალური დადგენილების გაცნობის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მამაკაცს ახლა უფრო მძიმე დანაშაულს ედავებიან. მას სპეციალური საჭიროების მქონე სკოლის მოსწავლის გაუპატიურების ბრალდებით გაასამართლებენ.
სამი თვის ორსული გოგონა კი მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ არის. მასთან სავარაუდოდ უკვე მუშაობენ ფსიქოლოგები.
სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდმა მეზობელი ძალადობაში ექიმთან ამხილა. როგორც გაირკვა, სკოლის მოსწავეელს მეზობელი სისტემატურად აუპატიურებდა და ემუქრებოდა.