მამამ გამათბობელი ესროლა - 8 თვის ბავშვის გარდაცვალების ახალი დეტალები

09.03.21 15:45
მამამ გამათბობელი ესროლა - 8 თვის ბავშვის გარდაცვალების ახალი დეტალები

კახეთში, 8 თვის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მეზობლების ინფორმაციით, ცოლ-ქმარს შორის ჩხუბის დროს მამაკაცმა გამათბობელი ღუმელი ისროლა, რომელიც ბავშვს მოხვდა. 8 თვის ბავშვის წაყვანა კი დედამ ნათესავთან მოახერხა,სადაც გარდაცვალება დაფიქსირდა. 

გამოკითხვა პოლიციაში უკვე დასრულდა. ფაქტზე დაკავებულია ბავშვის მამა. როგორც ცნობილია, 8 თვის ბავშვის გარდა ოჯახში 2 მცირეწლოვანი იმყოფებოდა. ბავშვები ამ დროისთვის სოც მუშაკის მეთვალყურეობის ქვეშ არიან. ადგილობრივები  ყვებიან, რომ ოჯახში კონფლიქტი ხშირად ხდებოდა და ადგილზე პოლიციის გამოძახებაც ბევრჯერ გახდა საჭირო. 

ბავშვის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, რის შემდეგაც უნდა დადგინდეს რა გახდა 9 თვის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი.