დეტალები არ მახსოვს - სარჯველაძე ნამახვანჰესის უარყოფით დასკვნაზე

25.05.21 17:56
დეტალები არ მახსოვს - სარჯველაძე ნამახვანჰესის უარყოფით დასკვნაზე

ქართული ოცნების დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე, რომელიც  იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო, ამბობს, რომ 2018 წელს იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის შინაარსის  დეტალები არ ახსოვს. 

მე ამ შენიშვნების დეტალური შინაარსი არ მახსოვს, ისე, როგორც ცალკეული რეგულაციების საკითხი, როგორ იყო კონკრეტულად, იმიტომ, რომ ხშირი იყო, როცა ასეთი ტიპის ხელშეკრულებებზე დასკვნებს ვწერდით, ხან დადებითს, ხან უარყოფითს. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ეს მუდმივად ხდებოდა. მიჭირს კონკრეტული დეტალების აღდგენა.მაგრამ იქ რჩევა იქნებოდა მიცემული, რომლის შედეგადაც უნდა მომხდარიყო საკითხებზე მოლაპარაკება და ამის საფუძველზე ხელშეკრულების ცალკეული საკითხების აწონ-დაწონვა. მოლაპარაკების პროცესზე იქნებოდა დამოკიდებული ყველა ამ შენიშვნის გათვალისწინება. არ ვიცი, როგორ მოხერხდა ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება, თუმცა, კარგი იქნებოდა", - თქვა მიხეილ სარჯველაძემ. 

შეგანხსებეთ, "მთის ამბებმა" გაასაჯაროვა დოკუმენტები, რომელიც  22 კრიტიკულ შენიშვნას მოიცავს და აკრიტიკებს "ენკასთან" დადებულ ხელშეკრულებას.