თითის ანაბეჭდით იდენტიფიცირების წინააღმდეგი ვარ, გლეხებს შეიძლება, გაუცვდეთ - დავით ზილფიმიანი

25.05.21 18:15
თითის ანაბეჭდით იდენტიფიცირების წინააღმდეგი ვარ, გლეხებს შეიძლება, გაუცვდეთ -  დავით ზილფიმიანი

,,ევროპელი სოციალისტების" ლიდერს, დავით ზილფიმიანს, მიაჩნია, რომ ხმის დათვლის ელექტრონული სისტემის შემოღება აუცილებელია, მხოლოდ გარკვეული შესწორებებით. კერძოდ, ზილფიმიანი მიიჩნევს, რომ ზოგ ამომრჩეველს თითის ანაბეჭდი მუშაობის პროცესში შესაძლოა, გაუცვდეს და ამიტომაც მიზანშეწონილია სახის იდენტიფიცირება.

 წინააღმდეგი ვარ თითის ანაბეჭდით იდენტიფიცირების, ვინაიდან, მშრომელი ადამიანები ხშირად ისეთ ადგილებზე მუშაობენ, რომ მათ შეიძლება, გაუცვდეთ, ან წაუკითხვადი გაუხდეთ... მაგალითად, გლეხს, ან ვინც მარტენის ღუმელთან მუშაობს. ამიტომაც მე პირადად მომხრე ვარ სახის იდენტიფიცირების, მაგრამ სანამ ეს იქნება, შესაძლებელია ერთიანი ID ბარათებით ხმის მიცემა” — განაცხადა ზილფიმიანმა პარლამენტში.

პარლამენტში პლენარულ სხდომა გაიმართა,  სადაც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ. 

მსგავსი სიახლეები