რიონის ხეობის მცველები დღეს ფილარმონიასთან დარჩენას აპირებენ

25.05.21 19:15
რიონის ხეობის მცველები დღეს ფილარმონიასთან დარჩენას აპირებენ

ნამაჰვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამ წუთებში ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან გმირთა მოედნისკენ მიემართებიან. "ტვ პირველის" კორესპონდენტის ცნობით, მსვლელობის მონაწილეებს კოსტავას გამზირი გადაკეტილი აქვთ. 

"რიონის ხეობის მცველები" აცხადებენ, რომ დღეს ფილარმონიასთან დარჩენას აპირებენ.