ჩვენი განწყობილება თავისუფლების მოპოვების დიდ ბრძოლაში საერთო იყო - ლიეტუვის პრეზიდენტის მილოცვა

26.05.21 11:02
ჩვენი განწყობილება თავისუფლების მოპოვების დიდ ბრძოლაში საერთო იყო - ლიეტუვის პრეზიდენტის მილოცვა

ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. 

ძვირფასო ქართველო მეგობრებო, ას სამი წლის წინ ლიეტუვა და საქართველო წარმოადგენდნენ ორ ერს, რომლებიც იბრძოდნენ საკუთარი სახელმწიფოებრიობის აღსადგენად. ჩვენი განწყობილება თავისუფლების მოპოვების დიდ ბრძოლაში საერთო იყო. 

თავისუფლებით გაერთიანებულები ჩვენ მუდმივად ვუახლოვდებით ერთმანეთსაც.

ლიეტუვა პატივს მიაგებს ქართველი ხალხის მტკიცე გადაწყვეტილებას, შექმნან დემოკრატიული, განვითარებული და უსაფრთხო ევროპული ქვეყანა. ჩვენ ასევე მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს მისწრაფებას, გახდეთ ევროკავშირის და ნატოს წევრები. თქვენი წარმატება, ჩვენი წარმატებაც იქნება.

ჩემი ქვეყანა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას არასოდეს შეეგუება. საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

დღეს ძალიან მიხარია იმის დანახვა, რომ ქართველი ხალხი ამაყია საკუთარი ქვეყნით, ისტორიითა და კულტურით. ლიეტუველი ხალხის სახელით, გიგზავნით საუკეთესო განწყობას და სურვილებს თითოეულ თქვენგანს", - ამბობს გიტანას ნაუსედა.