მამის მკვლელობაში ეჭვმიტანილ კაცს პირობითი მსჯავრი ჰქონდა - "პირველებმა" მომხდარის დეტალები გაარკვია

05.07.23 11:11
მამის მკვლელობაში ეჭვმიტანილ კაცს პირობითი მსჯავრი ჰქონდა - "პირველებმა" მომხდარის დეტალები გაარკვია

საზარელი მკვლელობა კახეთში - "პირველებმა" მომხდარის დეტალები გაარკვია. მამის მკვლელობაში ეჭვმიტანილი კაცი პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფია. მან საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა, სადაც შსს-ს ცნობით, სწორედ მამაზე ძალადობის ბრალდებით იჯდა. 

20 წლის შვილი პოლიციამ რამდენიმე თვის წინ დააკავა, თუმცა მან საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვა. 

ადგილობრივები კი ყვებიან, რომ თევდორაშვილების სახლიდან ჩხუბის ხმა ხშირად ისმოდა და შვილი მამაზე სისტემატურად ძალადობდა. თანსოფლელები ამბობენ, რომ მამაც და შვილიც ალკოდოლდამოკიდებულები იყვნენ.

საერთოდ, რომ დალევდნენ, ერთმანეთში ჩხუბობდნენ ხოლმე, დავა ჰქონდათ, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

თანასოფლელები ასევე ამბობენ, რომ მკვლელობის შემდეგ შვილი არსად გაქცეულა და მას ხელბორკილი პოლიციამ მისსავე სახლში დაადო. 

ოჯახის წევრებს შორის ხშირი კონფლიქტის შესახებ პოლიციაც საქმის კურსში იყო, თუმცა დანაშაულის პრევენცია ვერ მოახდინა. 

დაკავებული დანაშაულს აღიარებს. შსს მომხდარზე გამოძიებას 11 პრიმა 109 მუხლით აწარმოებს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ახალგაზრდა კაცს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 

კახეთში შვილმა მამა მოკლა. საზარელი დანაშაულის სოფელ ანაგში მოხდა. 58  წლის კაცს სახლში დაბრუნებულმა ნასვამმა შვილმა 10-მდე  ჭრილობა დანით მიაყენა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები