"12 წლის ანას დნმ-ის ანაწმენდები დაობებულია" - ოჯახი გამოძიების დაწყებას მოითხოვს

05.07.23 12:31
"12 წლის ანას დნმ-ის ანაწმენდები დაობებულია" - ოჯახი გამოძიების დაწყებას მოითხოვს

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის მოზარდის ოჯახი საქმის გამოძიებას მკვლელობის მუხლით ითხოვს. გარდაცვლილის დედა ამტკიცებს, რომ მისი შვილი უბედური შემთხვევის შედეგად არ გარდაცვლილა, რადგან ექსპერტიზამ გოგონას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღმოაჩინა.

ამ გარემოებებიდან გამომდინარე, მოზარდის ოჯახი დარწმუნებულია, რომ არასრულწლოვანი მოკლეს და სახლთან ახლოს ბნელ სკვერში დატოვეს. გარდაცვლილი გოგონას ოჯახმა საგანგებო განცხადება ცოტახნის წინ გააკეთა.

გოგონას დედის თქმით, მე-17 პაკეტი რომელშიც ანაწმენდები ინახებოდა, არის არაშეფუთულ მდგომარეობაში და მოხდა მისი დაობება. გარდაცვლილის ოჯახის წევრები გამოძიების სასწრაფოდ დაწყებას მოითხოვენ.

აღმოჩნდა, რომ მე-17 პაკეტი, რომელშიც ანაწმენდები იყო დალუქული, მე-17 პაკეტი არის გახსნილი არაშეფუთულ მდგომარეობაში. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ,  დნმ ანაწმენდები არის დაობებული. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მივმართეთ აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით, მე ამას დანაშაულს ვარქმევ და არანაირად არ ვარქმევ გაუფრთხილებლობით იმიტომ, რომ ეს არის დანაშაული. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. ექსპერტიზის ბიუროში, რომ დნმ ანაბეჭდი ობდებოდეს და ვითხოვ გამოძიების დაწყებას ამასთან დაკავშირებით, - ამბობს გარდაცვლილი გოგონას დედა, ნატო ხუტაშვილი.

ოჯახის ადვოკატის თქმით, საქმეში იკვეთება ექსპერტის გულგრილობა, რაც არაკანონიერია.

წყაროებზე დაყრდნობით ექსპერტი მოიქცა გულგრილად, ეს გააკეთა შეგნებულად თუ გაუაზრებლად და გაუფრთხილებლობით კანონისთვის აბსოლუტურად ერთი არის და კონკრეტული დანაშაული იკვეთება, - ამბობს ადვოკატი, ელისო რუხაძე.

მსგავსი სიახლეები