მამის მკვლელობა ანაგში - 20 წლის ბიჭი სასჯელს მამის ცემის გამო იხდიდა
ახალი დეტალები ანაგში მომხდარი მკვლელობის საქმეში - "ტვ პირველმა" გაარკვია, რომ მამის მკვლელობაში ბრალდებული ციხიდან ვადაზე ადრე, გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს. ის თვეების განმავლობაში სასჯელს მამის ცემის გამო იხდიდა, თუმცა მეზობლების ინფორმაციით ძალადობის სერია მშობლის მიმართ 20 წლის ბიჭმა გათავისუფლების შემდეგაც გააგრძელა.
თევდორაშვილი მეზობლები ამბობენ რომ შვილი კაცს სისტემატურად სცემდა.
20 წლის ბიჭი მამის მკვლელობისთვის ახლა ციხეშია, მისი 58 წლის მამა კი ცოტახნის წინ ექსპერტიზიდან სახლში მიასვენეს.