"მთავარის" გადამღებ ჯგუფს, სავარაუდოდ, ხელვაჩაურის ყოფილი მერის ახლობელი თავს დაესხა
მთავარი არხის ინფორმაციით, მახინჯაურში, ხელვაჩაურის ყოფილი მერის, ჯუმბერ ვარდანიძის სახლთან, მათ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, დაზიანებულია არხის მიკროფონი.
მთავარი არხის ინფორმაციით, თავდამსხმელი, სავარაუდოდ, ვარდანიძის ახლობელია.
კადრებში რომელიც ტელეკომპანიამ გაავრცელა, ჩანს, როგორ უგდებს უცნობი პირი ჟურნალისტს მიკრფონს: "მოშირდით აქაურობას, რატომ დგახართ აქ".
მახინჯაურში "მთავარი არხის" ჟურნალისტზე თავდასხმას "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" გამოეხმაურა.
ქარტია საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა. უწყება ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ არ წაახალისოს მოძალადეები და გაატაროს ყველა პრევენციული ღონისძიება ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნისთვის.