წულუკიანის რეპრესიები გრძელდება - კინოცენტრმა ფესტივალზე ლუკა ბერაძის ფილმი დაბლოკა
წულუკიანის წინააღდმეგ აქციებში მონაწილეობის გამო რეპრესიები კიდევ ერთ რეჟისორს შეეხო. ამჯერად სამიზნე რეჟისორი ლუკა ბერაძე და მისი დოკუმენტური ფილმი „ღიმილიანი საქართველოა“.
ფილმი, რომელიც კინოცენტრის დაფინანსებით გადაიღეს და ახლა ჩეხეთში, "კარლოვი ვარის" საერთაშორისო კინო ფესტივალზე იყო წარდგენილი, იგივე კინოცენტრი აღარ აღიარებს.
კინოცენტრმა გამოქვეყნა პოსტი, სადაც ეწერა, რომ ფესტივალზე ორი ფილმი წარდგება, თუმცა იქ ლუკა ბერაძის ფილმი ნახსენები არ არის. თავად ფილმი „ღიმილიანი საქართველო“ სოფელზე მოგვითხრობს, სადაც არჩევნების მიუხედავად არაფერი იცვლება.
ფილმის რეჟისორი ფიქრობს, რომ რეპრესიები მის წინააღმდეგ აქციებში მონაწილეობის და ფილმის შინაარსის გამო დაიწყო. ლუკა ბერაძე შიშობს, რომ მსგავსი კრიტიკული ფილმების გადაღება შესაძლოა, აღარ დააფინანსონ.
არასდროს არ ამართლებს რაიმე ფილმის დაბლოკვა, აკრძალვა დაცენზურება. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი ყველა დროს და ყველა ფილმის მისამართით. საერთაშორისო ფესტივალებზე როგორ დაბლოკავენ არ ვიცი, მაგრამ შეიძლება, აღარ გაკეთდეს მსგავსი ფილმები., არარ დააფინანსონ, დამოუკიდებელი, კრიტიკული თვალით გადაღებული ფილმები და ამის საფრთხე არის რეალურად, - ამბობს ბერაძე.