მალავს თუ არა "ოცნება" დოკუმენტს სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ?
მალავს თუ არა საქართველოს ხელისუფლება დოკუმენტს სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ? ოცნებას ტყუილში პატიმარი პრეზიდენტი ამხელს და ამტკიცებს, რომ ოფიციალური მოთხოვნა ჯერ კიდევ ოთხი თვის წინ უკრაინის კონსულმა თავად გადასცა. თუ ეს დოკუმენტი ნამდვილად დევს იუსტიციის სამინისტროში, გამოდის, რომ მინისტრმა ბრეგაძემ გუშინ მოიტყუა,რომელიც ამტკიცებდა,რომ უკრაინიდან ექსტრადირების მოთხოვნა არ მიუღიათ.
~კობახიძემ კი დღეს ყველა გზა მოჭრა. არც ექსტრადირება და არც კონსულტაციები ზელენსკის მიერ გამოგზავნილ ელჩთან არ იქნება. ოცნებამ უკრაინის პრეზიდენტის პოლიტიკური დემარში სრულად დააიგნორა. ივანიშვილის გუნდი ბოლომდე კრემლის დაკვეთას მიყვება, რაც შესაძლოა, უკრაინა-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაყინვით დასრულდეს. თუ ელჩი ზაქარაშვილი სააკაშვილის საკითხის ირგვლივ ვერაფერს შეცვლის, არ არის გამორიცხული უკრაინაში საერთოდ აღარ დაუშვან.
სად არის დოკუმენტი სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ? - გაიგეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟიდან