მკვლელობა ანაგში - გახდა თუ არა 58 წლის კაცი სისტემის დაუდევრობის მსხვერპლი?

05.07.23 20:30
მკვლელობა ანაგში - გახდა თუ არა 58 წლის კაცი სისტემის დაუდევრობის მსხვერპლი?

გახდა თუ არა 58 წლის მამაკაცი სისტემის დაუდევრობის მსხვერპლი? - მიხეილ თევდორაშვილის ცხედარი ექსპერტიზიდან სახლში გადაასვენეს. გამოძიების ინფორმაციით, ის საკუთარმა შვილმა მოკლა. 20 წლის ბიჭი დაკავებულია, თუმცა ახლა მთავარი კითხვაა - იყო თუ არა ამ სასტიკი დანაშაულის თავიდან აცილების შესაძლებლობა. ცნობილია, რომ ახალგაზრდა კაცი მშობელზე სისტემატურად ძალადობდა. მეზობლები ჰყვებიან, რომ შვილი მამას სასტიკად სცემდა.

ამის შესახებ ყველამ იცოდა, მათ შორის პოლიციამაც. ოთარ თევდორაშვილი მამაზე ძალადობისთვის ადრეც დააკავეს, გაასამართლეს და სასჯელიც შეუფარდეს. თუმცა ციხეში ყოფნა ბრალდებულს დიდხანს არ მოუწია. ის გირაოთი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. 

საპატიმროს დატოვების შემდეგ კი მშობელზე ფიზიკური ანგარიშსწორება გაგრძელდა, რაც საბოლოოდ დიდი ტრაგედიით დასრულდა. შვილმა საკუთარ მამას სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენა. 58 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები