12 წლის გოგონას ბუნდოვანებით მოცული სიკვდილის საქმე თავდაყირა დგება - ვინ ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა?
ვინ ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა 12 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეში? - პროკურატურამ დაადგინა, რომ ანას ცხედრიდან აღებული ნიმუშები შენახვის პირობების დარღვევით ინახებოდა და მასალა ექსპერტიზის ჩასატარებლად პრაქტიკულად გამოუსადეგარია. არადა ექსპერტიზის დასკვნა ამ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი, მან უნდა გასცეს კითხვას პასუხი - ეს იყო მკვლელობა თუ კვებითი ასფიქსია?
ვიდრე გამოძიება არკვევს, 12 წლის ანას ოჯახი დარწმუნებულია, რომ მათი შვილი მოკლეს და სახლთან ახლოს ბნელ სკვერში დატოვეს. ამიტომ დედა საქმის მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას ითხოვს.