კიევის შევჩენკოვსკის რაიონის სასამართლოს შენობაში აფეთქების შემდეგ თავდამსხმელი დაიღუპა
კიევის შევჩენკოვსკის რაიონის სასამართლოს შენობაში აფეთქების შემდეგ თავდამსხმელი დაიღუპა. ინციდენტის შედეგად დაშავდა სპეცსამსახურების 2 თანამშრომელი - ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკო ადასტურებს.
წინასწარი ცნობებით, ახალგაზრდა კაცმა თავი აიფეთქა. იგორ ჰუმენიუკს ბრალად ედებოდა 2015 წელს ეროვნული გვარდიის 4 უკრაინელი სამხედროს სიკვდილი.
ირკვევა, რომ სასამართლო მოსმენის დასრულების შემდგომ ჰუმენიუკი საპირფარეშოში გავიდა და ასაფეთქებელი დაცვის თანამშრომლებს ესროლა.