სკანდალი საქართველოს საპატრიარქოში - მოწამლეს თუ არა მეუფე შიო?
სკანდალი საქართველოს საპატრიარქოში - მოწამლეს თუ არა მეუფე შიო? ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პატრიარქის თანამოსაყდრის ორგანიზმში მძიმე მეტალი, ვერცხლის წყალი აღმოაჩინეს.
უმაღლესი სასულიერო პირის მოწამვლის ადგილმდებარეობა კი სავარაუდოდ სამების საკათედრო ტაძარია, სადაც რამდენიმე დღის წინ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.
სამართალდამცავების ინტერესის საგანი იყო საპატრიარქოში არსებული ტაძარი, სადაც მეუფე შიო ხშირად წირავს.
"პირველების" ინფორმაციით, პატრიარქის მოსაყდრე თავს შეუძლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძნობდა. "პირველებს" წყარო ეუბნება, რომ მაღალი იერარქი საზღვარგარეთ, სამკურნალოდაც კი იყო გადაყვანილი.
მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლის ვერსიასთან დაკავშირებით საპატრიარქოში ოფიციალური კომენტარი მოგვიანებით გააკეთებენ.
ამასთან, სინოდის გავლენიანი წევრი მეუფე ნიკოლოზი, "პირველებს" უყვება რომ მეუფე შიოსთან დაკავშირების მცდელობა ჰქონდა, თუმცა პატრიარქის მოსაყდრესთან კონტაქტზე გასვლა ვერ შეძლო.