როგორც გავიგე, მეუფე შიო დარიშხანით იყო მოწამლული - იღუმენი

06.07.23 13:31
როგორც გავიგე, მეუფე შიო დარიშხანით იყო მოწამლული - იღუმენი

 

 

სამების საკათედრო ტაძრის მღვდელთმსახური "პირველებს" უდასტურებს ინფორმაციას, რომ მან პატრიარქის მოსაყდრის მოწამვლის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით 2 კვირის წინ გაიგო. 

მეტიც, მისი თქმით, სამების იღუმენი პირველებს უდასტურებს,  რომ ორი კვირის წინ, ტაძარში ანზორ ჩუბინიძე ნახა. 

"როგორც გავიგე მე თვითონაც, იყო დარიშხანით მოწამლული, მაგრამ ალბათ დადასტურდება ესეც და გამოქვეყნდება საბოლოოდ რა ფაქტორით იყო მოწამლული. ერთი-ორი კვირა რაც ვიცოდი ეს ფაქტი, რაც იყო, რაც არ გამოჩნდა მისი მერე, რაც გავიგე, რომ იყო მოწამლული. შეუძლოდ იგრძნო თავიო და შესაბამისად მოხდა ანალიზების აღებაო. საქართველოში ჩაუტარდა ეს ანალიზები.

(ვერცხლის წყალზე) = არ მაქვს ინფორმაცია და ვერ მოგატყუებთ. ალბათ იქნა გადაგზავნილი, მობრძანდა ბატონი ანზორი (ჩუბინიძე) სანთლებს ანთებდა და რასთან დაკავშირებით იყო მოსული არ ვიცი. სადღაც ალბათ ორი კვირის წინ (იყო მოსული). კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი არ შემიმჩნევია და ვერ დაგიდასტურებთ. ალბათ წავა ყველა ტაძრებშიც ბუნებრივია ექსპერტიზის ჩატარება. (საქამლავის ჯვარსა და სკამზე აღმოჩენის შესახებ) ნამდვილად არ მაქვს და ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ ალბათ არაფერიც არ არის  გამორიცხული" - დეკანოზი.

"პირველებმა" მეუფე შიოს მოწამვლისსაქმეზე ახალი დეტალები გაარკვია. წყარო პირველებს უდასტურებს, რომ საგამოძიებო მოქმედებების დროს სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებს  ორ ადგილას მიაგნეს.

აღმოჩენილია სავარაუდოდ ორი ნივთიერებაა - დარიშხანი და ვერცხლისწყალი. 

 

მსგავსი სიახლეები