სუს-ის სკანდალური ანგარიში - ოპოზიცია ახსნა-განმარტებებს ითხოვს
სუსის ანგარიშის გასაჯაროების შემდეგ, რომელიც ხვალ პარლამენტს წარედგინება, ოპოზიცია უწყების შეფისგან ახხნა-განმარტებებს ითხოვს. უახლესი ანგარიშით სუსი ამტკიცებს, რომ პოლიტიკურ პირზე თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს, თუმცა არ ამბობენ ვინ იყო თავდასხმის ობიექტი!.
ოპოზიციას აინტერესებს, ვინ იგულისხმება ანგარიშში ნახსენებ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებსა და დესტრუქციულ ძალებში. კითხვები ჩნდება აღკვეთილი თავდასხმის საქმეზეც.
პოლიტიკურ პარტიებში ამბობენ, რომ ლილუაშვილის უწყება "ქართული ოცნების" პროპაგანდა ერთი-ერთშიი გაიმეორა, სამიზნედ კი ოპოზიცა და სამოქალაქო აქტივისტები შეარჩიეს.
როდესაც საუბარია, რომ რომელიღაც ქვეყნის სპეცსამსახურებია რაღაც დესტაბილიზაციას გეგმავენ ქვეყანაში, რომელია ეს რომელიღაც ქვეყანა? შემდეგ თუ ამას გავაგრძელებთ და ჩაიკითხავთ, გამოდის, ეს დასავლეთია და არა რუსეთი და სადაც რუსეთია, რატომ არ ახსენებენ? ან ვიღაცას რომ კლავენ თურმე მაღალი თანამბობდების პირს, ვინ ჰკლავს? ევროპა და ამერიკა და ნატო კლავს თუ რუსეთის სპეცსამსახურეი კლავენ? უნდა გაგვცენ კონრკეტული პასუხი,სადაც არის ორაზროვნება, იქ ყოველთვის არის პოლიტიკური ქვეტექსტები, რომელიც მიმართულია ოპოზიციასა და ასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ. სუსი არის „ქართული ოცნების“ სააღჩევნო შტაბის ძალოვანი ნაწილი, - ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე.
სუსის მხირდან ყურადღების გადატანის შესაძლო მცდელობაზე საუბრობს "გორჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია.
ჩემი აზრით, არ არის ჩვენი ოპოზიციონერები ისეთი ხალხი, რომლებმაც შეიარაღებული თავდასხმა შეიძლება სცადონ რომელირაც პოლიტიკურ პირზე. ეს ყველაფერი არის მოგონილი მითები. შეიძლება ეს იყოს ყურადღების გადატანის მცდელობა ძალიან მნიშვნელოვანიდან ნაკლებად მნიშვნელოვანზე. მთავარი თემა, ჩემი აზრით, თუ რამეზე შეიძლება აქ ლაპარაკი იყოს, არის ქუჩაში გახშირებული ძალადობები, რომელსაც სხვა და სხვა მტკიცებულებებით სხვა და სხვა მედიები სუსის თანამშრომმლებს აბრალებენ, - ამბობს იაგო ხვიჩია.
კითხვებს პასუხებს ხვალ კომიტეტის სხდომაზე სუსის უფროსისმოადგილე გასცემს, თუმცა, სავარაუდოდ, სხდომა დახურული იქნება.