მიშა მძვილდაძეზე თავდასხმის საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს
"ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიხეილ მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძებს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად საგამოძიებო უწყება ავრცელებს.
მიხეილ მშვილდაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს, რომელზეც გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს.
საქართველოს გენერალური პროკურორის დადგენილებით, სისხლის სამართლის საქმე, ამოღებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებიდან და გამოსაძიებლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს.
შეგახსენებთ, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს საბურთალოზე თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. გუშინ, "ფორმულამ" მოიპოვა მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ ტელეწამყვანზე თავდამსხმა სუსის მიერ იყო ორგანიზებული. გაშიფრულია საქმის მთავარი ორგანიზატორიც, თუმცა ამ დრომდე უცნობია, ძალადობის მუხლით დაწყებული გამოძიებაა გადაკვალიფიცირდება თუ არა ჯგუფურად მომხდარი თავდასხმის მუხლით