საპატრიარქოს ლაბირინთებიდან უფრო ხშირად გამოდის დარიშხანის და ციანიდის სურნელი, ვიდრე მირონისა და ნელსაცხებლების - თეოლოგი
პატრიარქის მოსაყდრის შესაძლო მოწამვლის ფაქტს თეოლოგი ლელა ჯეჯელავა ეხმიანება.
მისი თქმით, თუ მოწამვლის ფაქტი ბუნებაში არ არსებობდა ამ ინფორმაციის უარყოფა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს მარტივად შეეძლო.
თეოლოგის თქმით, რადგან საპატრიარქო ამას არ აკეთებს და ტოვებს ინტრიგას, "ე.ი. ეს რაღაცისთვის საჭიროა".
რადგან უარყოფა არ არის, უნდა ვივარაუდოთ, რომ კვამლი უცეცხლოდ არ არის, - ამბობს თეოლოგი ლელა ჯეჯელავა.
მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის როლზეც ისაუბრა და თქვა, რომ თავის დროზე, როცა ციანიდის სკანდალი აგორდა "ანზორ ჩუბინიძემ გერმანიაში საკუთარ თვითმფრინავსაც ჩაასწრო, რომ განცხადება გაეკეთებინა"
მე ძალიან ვწუხვარ, რომ საპატრიარქოს საკმაოდ კარგად ჩაკეტილი ლაბირინთებიდან, უფრო ხშირად გამოდის დარიშხანის და ციანიდის სურნელი, ვიდრე მირონისა და ნელსაცხებლებისა ეს ძალიან სამწუხაროა, - ამბობს თეოლოგი ლელა ჯეჯელავა.