ახალქალაქის მუნიციპალური ააიპ-ის დირექტორის კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებით 1,390,861 ლარი მიიღო

06.07.23 14:55
ახალქალაქის მუნიციპალური ააიპ-ის დირექტორის კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებით 1,390,861 ლარი მიიღო

ახალქალაქის მუნიციპალური ააიპ-ის დირექტორის, მარტინ გაბრიელიანის კომპანიამ 2019-2022 წლებში სახელმწიფო შესყიდვებით 1,390,861 ლარი მიიღო. ინფორმაციას ამის შესაებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა -  საქართველო" ავრცელებს. გავლენიანი არასამთავრობო ორგნიზაციის ცნობით, გაბრიელიანის 21 შესყიდვისთვის 667,186 ლარი ახალქალაქის ბიუჯეტიდან დაერიცხა. 

"მარტინ გაბრიელიანი 2013-2014 წლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის მესამე მოადგილე იყო. 2014-2017 წლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. მან საკრებულოში უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, 2018 წლის სექტემბერში დააფუძნა შპს „მეგობრობა - 5“, რომლის მფლობელი და დირექტორიც თავადაა. კომპანია 2019 წლის გაზაფხულიდან სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობს. ბიზნესის პარალელურად, გაბრიელიანი 2020 წლის პირველი სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სოფელ დილისკაში მერის რწმუნებულიც  იყო, 2021 წლის პირველი აპრილიდან დღემდე კი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ააიპ „დახურული საცურაო აუზის“ დირექტორია. 

შპს „მეგობრობა - 5”-მა, 2019 წლის მაისიდან 2022 წლის ჩათვლით, ახალქალაქის საჯარო სკოლებში, ასევე, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მერიებში სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებზე, 29 ტენდერი მოიგო, ჯამში, 1,095,796 ლარით. აქედან, 14 ტენდერი 372,121 ლარზე (33.95%) - ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. კომპანიამ ახალქალაქში  271,242 ლარის (72.8%) ღირებულების 10 ტენდერი უკონკურენტოდ და სხვა კომპანიების დისკვალიფიკაციით მოიგო",- წერს TI. 

მსგავსი სიახლეები