დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისება - ბაჩიაშვილის საქმეზე თანაინვესტირების ფონდში კომენტარს არ აკეთებენ
დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისება - ბიძინა ივანიშვილის სანდო კაცს, გიორგი ბაჩიაშვილის დაპატიმრების მოთხოვნით პროკურატურა სასამართლოს, სავარაუდოდ, კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
"პირველები" კითხვებზე პასუხების მისაღებად თანაინვესტირების ფონდში მივიდა, თუმცა იქ საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს. ბაჩიაშვილი თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელია.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ბიძინა ივანიშვილის სანდო კაცს, დიდი ოდენებით კრიპტოვალუტის მითვისებაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება 39 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივებს.
პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ბაჩიაშვილმა, რომელიც ივანიშვილის ქონებას წლების განმავლობაში განკარგავდა, ინვესტორების თანხმობით ფული ბიტკოინებსა და კრიპტოვალუტაში დააბანდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბაჩიაშვილს 9-დან 12 წალმდე პატიმრობა ემუქრება.