ბაჩიაშვილსა და ივანიშვილს შორის შავმა კატამ გაირბინა - პაატა მანჯგალაძე
გიორგი ბაჩიაშილსა და ბიძნა ივანიშვილს შორის შავმა კატამ გაირბინა, - ასე აფასებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის სისხლის სამართლებრივ დევნას.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ივანიშვილს ეჭვი შეეპარა, რომ ბაჩიაშვილი ფულს ჰპარავდა და საფუძლიანი აუდიტი ჩაატარა, რისი საშუალებაც რიგით მოქალაქეს არ მიეცემოდა.
ის, რომ ბაჩიაშვილი არ არის იქ, ეს ნიშნავს, რომ მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შავმა კატამ გაირა. ბიძინა ივანიშვილი არის, ზოგადად, ეჭვიანი ადამიანი. მას ეჭვი შეეპარა, რომ ჰპარავდნენ ქონებას. დაიწყო სრულფასოვანი, როგორც ჩანს, აუდიტი, სხვანაირა ამას ვერ დაადასტურებ და მხოლოდ ბიძინას შეუძლია ასეთი განსაკუთრებული უფლებით ისარგებლოს. ჩვეულებრივი ადამიანი რომ ყოფილიყო და ჩვეულებრივ ადამიანს დაეკარგა ქონება, არავინ, რა თქმა უნდა, ამის გამომძიებელი არ იქნებოდა, - ამბობს მანჯგალაძე.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ბიძინა ივანიშვილის სანდო კაცს, დიდი ოდენებით კრიპტოვალუტის მითვისებაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება 39 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივებს.
პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ბაჩიაშვილმა, რომელიც ივანიშვილის ქონებას წლების განმავლობაში განკარგავდა, ინვესტორების თანხმობით ფული ბიტკოინებსა და კრიპტოვალუტაში დააბანდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბაჩიაშვილს 9-დან 12 წალმდე პატიმრობა ემუქრება.