"ივანიშვილის შურისძიება და სამეფო კარის თამაშები" - ურუშაძე ბაჩიაშვილის სისხლის სამართლებრივ დევნაზე

06.07.23 15:32
"ივანიშვილის შურისძიება და სამეფო კარის თამაშები" - ურუშაძე ბაჩიაშვილის სისხლის სამართლებრივ დევნაზე

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას ენმ-ს წევრი ვასილ ურუშაძე ივანიშვილის მხრიდან შურისძიებად აფასებს. 

თუ საქართველოს პროკურატურა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს, ეს არის პირადი შურისძიება და მათი პირადი, შიდა სამეფო კარის თამაშები. ბაჩიაშვილი იყო ნდობით აღჭურვილი პირი ბიძინა ივანიშვილის. ის ხელმძღვანელობდა საპარტნიორო ფონდს და ეს გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მიიღო საქართველოს პროკურატურამ, სავარაუდოდ, ისევ უკავშირდება სამეფო კარის თამაშებს და ისევ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას, - ამბობს ვასილ ურუშაძე. 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ბიძინა ივანიშვილის სანდო კაცს, დიდი ოდენებით კრიპტოვალუტის მითვისებაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება 39 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივებს.

პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ბაჩიაშვილმა, რომელიც ივანიშვილის ქონებას წლების განმავლობაში განკარგავდა, ინვესტორების თანხმობით ფული ბიტკოინებსა და კრიპტოვალუტაში დააბანდა. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბაჩიაშვილს 9-დან 12 წალმდე პატიმრობა ემუქრება. 

 

მსგავსი სიახლეები