სუსის მტკიცებით, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების „მასობრივ“ და „უკონტროლო“ შემოდინებაზე ინფორმაცია მცდარია
სუსი ამტკიცებს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქეების „მასობრივი“ და „უკონტროლო“ შემოდინების შესახებ წარმოებული კამპანია სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ საუბარი უწყების ანგარიშშია.
სუსი ირწმუნება, რომ აღნიშნული დეზინფორმაცია საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა.
მიმდინარეობდა საზოგადოების დაშინება შემოსულ პირთა შორის ე.წ დივერსანტების, ტერორიზმთან დაკავშირებული ჯგუფების და საფრთხის შემცველი სუბიექტების არსებობის შესახებ ინფორმაციით.
სამსახურის მიერ დასაბუთებული ინფორმაციის არაერთგზის გავრცელების მიუხედავად, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები განაგრძობდნენ სამსახურის ხელმძღვანელი პირების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, “- ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში წერია, რომ კამპანია ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხო გარემოს დაზიანებისკენ“ იყო მიმართული. სუსის ცნობით, ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის გამო“ ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა ცალკეული სახელმწიფოების ასობით მოქალაქეს.
ვიზიტორთა ნაკადში ასევე გამოვლინდნენ უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებიც, ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე პროვოკაციული ქმედებების განხორციელებას გეგმავდნენ და ღიად გამოხატავდნენ საქართველოს ინტერესების საზიანო განწყობებს. მათ მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და გამოყენებულ იქნა სასაზღვრო კონტროლის მექანიზმები“, – წერს ანგარიშში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.