პოლიციის მობილიზება რიონის ხეობაში - გუმათში რკინის ჯებირები აღმართეს

26.05.21 12:44
პოლიციის მობილიზება რიონის ხეობაში -  გუმათში რკინის ჯებირები აღმართეს

რიონის ხეობაში პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა. გუმათში რკინის ჯებირები აღმართეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ადგილზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა. 

შეგახსენებთ, რომ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები დღეს პროტესტის პირვანდელ ადგილს, გუმათს, დაუბრუნდებიან და სამართალდამცავთა მობილიზებაც სავარაუდოდ, სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება. 

შეგახსენებთ, რომ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების პროტესტმა 23 მაისს თბილისში გადმოინაცვლა და რამდენიმე აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები დღეს თბილისიდან რიონის ხეობის მიმართულებით  გაემართებიან.