განცხადებას ჩემი ადვოკატი გააკეთებს - ბაჩიაშვილის პირველი კომენტარი

06.07.23 16:33
განცხადებას ჩემი ადვოკატი გააკეთებს - ბაჩიაშვილის პირველი კომენტარი

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც ბრალი წაუყენეს, "პირველებს" ეუბნება, რომ საქმესთან დაკავშირებით, მისი ადვოკატი სასამართლო პროცესის შემდეგ გააკეთებს განცხადებას. 

ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 19:00 საათზე ჩატარდება.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ბიძინა ივანიშვილის სანდო კაცს, დიდი ოდენებით კრიპტოვალუტის მითვისებაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება 39 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივებს.

პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ბაჩიაშვილმა, რომელიც ივანიშვილის ქონებას წლების განმავლობაში განკარგავდა, ინვესტორების თანხმობით ფული ბიტკოინებსა და კრიპტოვალუტაში დააბანდა. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბაჩიაშვილს 9-დან 12 წალმდე პატიმრობა ემუქრება. 

მსგავსი სიახლეები