წყარო: პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს

06.07.23 16:55
წყარო: პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს

"პირველებს" წყარო უყვება, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის მიმართ პროკურატურა პატიმრობას არ მოითხოვს. საგამოძიებო უწყება გიორგი ბაჩიაშვილისთვის  გირაოს შეფარდებას ითხოვს.

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის პროცესი, დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 19:00 საათზე ჩატარდება.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ბიძინა ივანიშვილის სანდო კაცს, დიდი ოდენებით კრიპტოვალუტის მითვისებაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება 39 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივებს.

პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ბაჩიაშვილმა, რომელიც ივანიშვილის ქონებას წლების განმავლობაში განკარგავდა, ინვესტორების თანხმობით ფული ბიტკოინებსა და კრიპტოვალუტაში დააბანდა. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბაჩიაშვილს 9-დან 12 წალმდე პატიმრობა ემუქრება. 

მსგავსი სიახლეები