ახალი რუსული ფრენების დაშვება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს დააზიანებს - ექსპერტები
ახალი რუსული ფრენები საქართველოში - ექსპერტები საფრთხეებზე საუბრობენ. სპეცილიასტები ამბობენ, რომ დასავლეთის სანქციების პირობებში საქართველო რუსეთს მაშველ რგოლად ევლინება. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მტერთან ურთიერთობებს ათბობს.
ჩვენ ვიქნებით ხელშემწყობი, მაშველი რგოლი რუსეთის ფედერაციისთვის. არათუ ხეირობ რუსეთთან ურთიერთობით, ეს იქნება სავაჭრო თუ სხვა ურთიერთობები, არამედ ხელსაც უწყობ იმისთვის, რომ აი, ამ დასავლელი პარტნიორების სანქციებს თავი აარიდონ. ეს არის, პრაქტიკულად, რუსეთისთვის ხელის გამართვა. სავიზო რეჟიმს გიხსნის პირდაპირ რუსეთის ფედერაცია, გინიშნავს პირდაპირ რეისს. ანუ ეს არის ურთიერთობის დათბობა მტერთან. მაშინ, როცა შენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა პირდაპირ ომშია რუსეთის ფედერაციასტან, - ამბობს გიორგი კლდიაშვილი „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი.
პარტია „დროას“ წევრი ამბობს, რომ ახალი რუსული ფრენების დანიშვნის შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წავა. დავით სიხარულიძის თქმით, რუსეტთან ურთიერთობის დათბობა საქართველოს წარმატებას არ მოუტანს.
ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები წინააღმდეგ მიმართული ქმედება. პირველ რიგში, ეს თავიდან ბოლომდე ანგრევს საქართველოს რეპუტაციას. მაშინ, როცა ჩვენ ვცდილობთ ევროკავშირში შესვლას და მთელმა ევროკავშირმა ფრენები დახურა რუსეთთან, საქართველო ხსნის ატერორისტ სახელმწიფოსთან ფრენებს. არანაირ ეკონომიკურ წარმატებას საქართველოს ეს არ მოუტანს, პირიქით, უარესი და უარესი იქნება, რაც უფრო გაიზრდება ამ ფრენების რაოენობა, - ამბობს დავით სიხარულიძე.
რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ რუსეთის ქალაქებიდან საქართველოს მიმართულებით კვირაში 284 ავიარეისი დაუშვა. „ეხო კავკაზას“ ცნობით, ნებართვების უმეტესობა გაცემულია ავიაკომპანია Red Wings-ზე.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ამ დრომე დუმილის რეჟიმშია.