ქართველებო, გელით გაერთიანებულ ევროპაში - პოლონეთის პრეზიდენტი

26.05.21 12:50
ქართველებო, გელით გაერთიანებულ ევროპაში - პოლონეთის პრეზიდენტი

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა ევროპული ინტეგრაციის გზაზე. 

რამდენიმე დღის წინ აღვნიშნეთ პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანების მე-17 წელი და ამ პერსპექტივიდან შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო სწორი გზა ხშირად მომდევნო მოსახვევად გადაიქცეოდა-ხოლმე, რომლის შემდეგაც საჭირო იყო ძალების ხელახლა მოკრეფა, რათა ფინიშამდე მივსულიყავით. თუმცა, მერწმუნეთ, დროის გადმოსახედიდან დანახული ყოველი ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, რომ ღრმა რეფორმებს მოითხოვდა, ნამდვილად ღირდა მცდელობად. ამიტომაც მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ პრინციპულობა რეფორმების გზაზე, ასევე შეინარჩუნოთ ევროპული სტანდარტები, პოლიტიკური ერთიანობის ჩამოყალიბებისა და პოლიტიკური დიალოგის პატივისცემაში. ევროკავშირის ქვეყნებს უნდა გვახსოვდეს, რომ აქ არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, ეს არის ანტიკური კოლხიდა, ეს არის თქვენი ქართული მემკვიდრეობა, ევროპული კულტურა დღეს ნიშნავს ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემას, დემოკრატიას, სიტყვის და თავშეყრის პატივისცემას. თავისუფლება, დამოუკიდებლობა, დემოკრატია, პატივისცემა და სოლიდარობა - ეს ის პრინციპებია, რომლებიც ჩვენ ურთიერთობებს ედება საფუძვლად.

ქართველებო, გელით გაერთიანებულ ევროპაში, რადგან საუკუნეებია, თქვენ მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ. გელოდებით ქართველებო ნატო-ში, რადგან ხართ ამაყი ერი, რომელიც იმსახურებს თავისუფლებას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობის მშენებლობას. პოლონეთის სახით გყავთ მეგობარი, რომელი გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ამ გზაზე, როგორც საუკუნეების წინათ დაწერა დიდმა შოთა რუსთაველმა",  - აღნიშნა ანდჟეი დუდამ.

მსგავსი სიახლეები