გიორგი ბაჩიაშვილი განსასჯელის სკამზეა - პროკურატურა გირაოს სახით 3 მლნ-ის გადახდას ითხოვს

06.07.23 20:03
გიორგი ბაჩიაშვილი განსასჯელის სკამზეა - პროკურატურა გირაოს სახით 3 მლნ-ის გადახდას ითხოვს

ბიძინა ივანიშვილის მილიარდების მმართველისთვის ივანიშვილის პროკურატურა სამი მილიონის გირაოს გადახდას ითხოვს.  ამის გარდა, ბრალდების მხარე პასპორტის ჩამორთმევას და გადაადგილების აკრძალვას ითხოვს. 

ოლიგარქის ერთ დროს ნდობით აღჭურვილ პირს ივანიშვილის  ბიტკოინების გაფლანგვას ედავებიან.  "ერთხელ უკვე დამკითხეს ისე, რომ უფლებები არ განმიმარტეს, მანამდე კი სამი კვირა  მანქანებით დამსდევდნენ, " - უთხრა ცოტა ხნის წინ მოსამართლეს ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა.

გიორგი ბაჩიაშვილი ოლიგარქის ქონებას წლების მანძილზე განკარგავდა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მან დიდი ფული ინვესტორისგან მიითვისა, რომელიც ბიტკოინებსა და კრიპტოვალუტაში დააბანდა.  თავდაპირველად უცნობი იყო, თუმცა სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ დაზარალებული ინვესტორი ბიძინა ივანიშვილია.   

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები