დიდი სკანდალი საპატრიარქოს კარზე - ვინ ცდილობდა პატრიარქის თანამოსაყდრის მოწამვლას?
დიდი სკანდალი საპატრიარქოს კარზე - პატრიარქის თანამოსაყდრე მოწამლულია. მეუფე შიოს ორგანიზმში დარიშხანი და ვერცხლისწყალია აღმოჩენილი.
„პირველების“ ინფორმაციით, დიდი რაოდენობით დარიშხანი ნახეს თანამოსაყდრის სამუშაო კაბინეტში - სკამზე, მაგიდასა და სამოსელზე. დილიდან საპატრიარქოში ქაოსია. მღდელთმთავრები დუმან. ერთადერთი, ვინც მომხდარი დაადასტურა სამების იღუმენი იყო, რომელმაც „პირველებს“ მოუყვა, რომ მეუფე შიო შეუძლოდ 4 ივნისს, წირვისას გახდ, შემდეგ მას სასწრაფოდ კვლევა ჩაუტარეს და ორგანიზმში მომწავლელი ნივთიერებები აღმოაჩინეს.
მას შემდეგ რაც თანამოსაყდრის მოწამვლის ფაქტი მედიისთვის გახდა ცნობილი, ანდრია ჯაღმაიძე იძულებული გახდა განცხადება გაეკეთებინა. დაადასტურეს, რომ მეუფეს ორგანიზში მძიმე მეტალები აღმოჩენილია. საიდან მოხვდა ეს ნივთირებები უმაღლესი სასულიერო პირის სისხლში - ეს უკვე გამოძიებამ უნდა თქვას.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.