კასპის შემდეგ საგარეჯო - ოპოზიციას ქვებით, შუშებით და კვერცხებით გაუსწორდნენ

06.07.23 20:18
კასპის შემდეგ საგარეჯო - ოპოზიციას  ქვებით, შუშებით და კვერცხებით  გაუსწორდნენ

კასპის შემდეგ საგარეჯო - ოპოზიციას  ქვებით, შუშებით და კვერცხებით  გაუსწორდნენ. ხელწერა იგივეა, იმ განსხვავებით, რომ კახეთში მობილიზებულები კიდევ უფრო მეტად აგრესიულები იყვნენ.  ქვებს  ისროდნენ განურჩევლად ყველას მიმართულებით. მიზანში ჰყავდათ ამოღებული  ოპოზიციის წევრები, ჟურნალისტები და პენსიონერები, ვისთან შეხვედრასაც ლევან ხაბეიშვილი გეგმავდა. არიან დაშავებულებიც.

საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციისა და კომისიების ხელმძღვანელები -  იდნეტიფიცირებულია საჯარო მოხელეების მთელი ჯარი, რომელიც  დღეს ძალადობის ეპიცენტრში იდგა. პოლიციამ კი, პრაქტიკულად, არაფერი გააკეთა.  სამართალდამცველები,  დაპირისპირების ადგილზე მხოლოდ მაშინ მივიდნენ, როცა ყველაფერი დასრულებული იყო. ტერიტორიიდან არავინ გაუყვანიათ, მოძალადეთა რაზმიდან დაკავებული არავინ არის.

ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები