ვინ ამზადებდა თავდასხმას მაღალი თანამდებობის პირზე? - სუსი სკანდალურ ანგარიშს ასაჯაროებს

06.07.23 20:22
ვინ ამზადებდა  თავდასხმას მაღალი თანამდებობის პირზე? - სუსი სკანდალურ ანგარიშს ასაჯაროებს

ვინ ამზადებდა  თავდასხმას მაღალი თანამდებობის პირზე? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სკანდალური დოკუმენტს ასაჯაროებს. ლილუაშვილის უწყება ამტკიცებს, რომ გასულ წელს   ხელისუფლების  წევრზე  ანაგრიშსწორება იგეგმებოდა, რომელიც აღკვეთეს, თუმცა არ ასახელებს, ვინ  გეგმავდა  თავდასხმას და ვინ იყო სამიზნე. დოკუმენტში ამის მეტი  ნათქვამი არაფერია, რამაც ოპოზიციაში კიდევ  უფრო მეტი კითხვაც გააჩინა

ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, 57 გვერდიანი ანგარიში, პრაქტიკულად, „ოცნების“ პროპაგანდის გაგრძელებაა. დოკუმენტი  ერთი-ერთში იმეორებს ხელისუფლების ნარატივს დესტრუქციული ძალების არსებობის, მეორე ფრონტის გახსნისა და დესტაბილიზაციის შესახებ.  სამაგიეროდ, არაფერი წერია,  გამოავლინა თუ არა სუსმა  ერთი რუსი აგენტი მაინც და რა გააკეთა რუსების დიდი ნაკადის შემოდინების ფონზე ქვეყნის უსაფრთხოების დაცვისთვის.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები