284 რეისი კვირაში - რუსეთი საქართველოს ცის სრულ ექსპანსიას გეგმავს

06.07.23 20:27
284 რეისი კვირაში - რუსეთი საქართველოს ცის სრულ ექსპანსიას გეგმავს

284 რეისი კვირაში - რუსეთის საქართველოს ცის სრულ ექსპანსიას გეგმავს. რესიების ასეთი რეკორდული მაჩვენებელი ჯერ არ ყოფილა. მოსკოვი, ვალდიკავკაზი, ეკატერინბურგი, კრასნოდარიი, ჩელიაბინსკი -  ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ქალაქებისა, საიდანაც საქართველოს მიმართულებით უწყვეტი ფრენებია დაგეგმილი. „როსავიაციამ“ უკვე გასცა ნებართვა ფრენების შესრულებაზე და ახლა თბილისის პასუხს ელოდება, თუმცა  სამოქალაქო ავიაციაში „პირველების“  კითხვებს არ პასუხობენ. 

თბილისის თანხმობის შემთხვევაში კი ეს ნიშნავს, რუსეთის ყველა დიდი ქალაქიდან საქართველო ხელმისაწვდომი იქნება და  ყოველ კვირაში მხოლოდ საჰაერო გზით ქვეყანაში საშუალოდ 40 ათასი რუსეთის მოქალაქე შემოვა. 
ეს ფაქტი „ქართული ოცნებისთვის“ საფრთხეს არ წარმოადგენს. უკვე ცნობილია, რომ დღეს არსებულ კომპანიებს კიდევ 2 რუსული ავიახაზები დაემატება.  დასავლეთიდან სრულად იზოლირებულმა  რუსეთმა მთელი საჰაერო ძალები  საქართელოსკენ  გადმოამისამართა.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები