ცემა და არაადამიანური მოპყრობა რუსთავის მოხუცთა თავშესაფარში - შსს-მ მოკვლევა დაიწყო
რა ხდება რუსთავის მოხუცთა თავშესაფარში? - მოკვლევა შს სამინისტრომ დაიწყო. ამ მოთხოვნით გომელაურის უწყებას სახალხო დამცველმა მას შემდეგ მიმართა, რაც „შაბათის ეთერში“ საგამოძიებო რეპორტაჟი გავიდა. სასტიკი დანაშაულებების, მოხუცების წინააღმდეგ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტების შესახებ გამოკითხულია თავშესაფრის ხელმძღვანელი და სხვა თანამშრომლები.
კიდევ უფრო მეტი „პირველებს“ ყოფილმა მომვლელმა უამბო. მოხუცების სისტემატური ცემა, არასაჭირო მედიკამენტების იძულებით მიღება და ვადაგასული პროდუქტით კვება - ეს ყველაფერი თავშესაფარში წლების განმავლობაში ხდება.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.