სამების ტაძრიდან ეროვნული გმირის, გენერალ კვინიტაძის, ნეშტი გამოასვენეს

26.05.21 14:16
სამების ტაძრიდან ეროვნული გმირის, გენერალ კვინიტაძის, ნეშტი გამოასვენეს

 სამების საკათედრო ტაძრიდან დამოუკიდებელი საქართველოსთვის მებრძოლი გენერლის, გიორგი კვინიტაძის, ნეშტი გამოასვენეს.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, ეროვნული გმირის,  გიორგი კვინიტაძის, ნეშტი საფრანგეთიდან სამშობლოში 22 მაისს ჩამოასვენეს და მას მთაწმინდის პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალავენ.