„ბორჯომის“ ქარხნის ხელმძღვანელობასა და გაფიცულებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

26.05.21 13:28
„ბორჯომის“ ქარხნის ხელმძღვანელობასა და გაფიცულებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

„ბორჯომის“ ქარხნის ხელმძღვანელობასა და გაფიცულებს შორის შეხვედრა დაიწყო.შეხვედრა პროფკავშირების მონაწილეობით მიმდინარეობს. 

დღეს ვხვდებით კომპანიის ახალ მენეჯმენტს, ახლადდანიშნულ დირექტორს,  პორფკავშირების ჩარტულობით გაიმართება მოლაპარაკებები. იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკებები გამოიღებს შედეგს და დღეს დასრულდება მოლაპარაკებები წარმატებით", - ამბობს პროფკავშირების წარმომადგენელი. 

"ბორჯომის" ქარხანაში დასაქმებულები 18 მაისიდან გაფიცულები არიან. ისინი ხელფასების მატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.