ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია - ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატები
აბსურდული, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებება - ასე აფასებენ გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატები თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის მიმართ წაყენებულ ბრალდებას. ამის შესახებ Amsterdam & Partners-ი განცხადებაშია ნათქვამი.
ჩვენს ფირმას აქვს პატივი იმოქმედოს როგორც ბ-ნი ბაჩიაშვილის საერთაშორისო იურდიულმა მრჩეველმა და ჩვენ ვაპირებთ აგრესიულად ვიმოქმედოთ მისი უფლებების დასაცავად და უდანაშაულობის დასამტკიცებლად ამ აბსურდული, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების შემდეგ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ ბრალდებების სათავე არ ეფუძნება არცერთ ფაქტობრივ დასკვნას და არც სერიოზულ გამოძიებას, სამაგიეროდ, ბრალდებები, როგორც ჩანს, მიზანმიმართული დევნის შედეგია, - ნათქვამია იურიდიული ფირმის მმართველი პარტნიორის განცხადებაში.
პროცესის დროს თავად ბაჩიაშვილს პოლიტიკურ დევნაზე არაფერი უთქვამს, თუმცა ეს ფრაზა უცხოელი ადვოკატების პირველივე განცხადებაში გაჩნდა.
გიორგი ბაჩიაშვილი არის დიდი გამოცდილების მქონე მეწარმე უნაკლო რეპუტაციით, რომელსაც ახლა დევნიან მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო, - აცხადებენ ბაჩიაშივლის უცხოელი ადვოკატები.
განცხადებაში არი არის დაკონკრეტული, რა პოლიტკური მოსაზრებების გამო ფიქრობენ, რომ გიორგი ბაჩიაშვილის სქართველოს პროკურატურის მხრიდან დევნის ობიექტი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ოლიგარქის ერთ დროს ნდობით აღჭურვილ პირს ივანიშვილის ბიტკოინების გაფლანგვას ედავებიან. გიორგი ბაჩიაშვილი ოლიგარქის ქონებას წლების მანძილზე განკარგავდა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მან დიდი ფული ოლიგარქისგან მიითვისა, რომელიც ბიტკოინებსა და კრიპტოვალუტაში დააბანდა.
სასამართლომ გუშინ გიორგი ბაჩიაშვილს გირაოს სახით 2.5. მლნ ლარის გადახდა დააკისრა.