მეუფე შიოს მოკვლას ჯერ სიტყვით, შემდეგ კი საქმით შეეცადნენ - პაპუაშვილის ხმაურინი განცხადება
მეუფე შიოს კლავდნენ - პარლამენტის თავმჯომარემ ხმაურიანი შეფასება ისე გააკეთა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიების დაწყებას არ დაელოდა. პაპუაშვილმა დღეს, ფაქტობრივად, უდანაშაულობის პრეზუმცია დაარღვია და საკუთარი სათქმელი მინიშნებებით გადმოსცა.
"ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, ვიღაცა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოკვდინებას ჯერ სიტყვით, შემდეგ კი საქმით შეეცადა.
შოკისმომგვრელია, ზოგადად, თუკი ასეთი რამ დადასტურდა. ჩვენ ვხედავდით, მათ შორის, მეუფე შიოზე პერსონალურ შეტევებს და მისი დისკრედიტაციის მცდელობებს სიტყვით და როგორც ჩანს, ვიღაცას უნდოდა ახლა გადასულიყო საქმეზე. ეს არის ის ბოლშევიკური მეთოდები, რომელიც არის ხოლმე, ისტორიულად იყო გამოყენებული საქართველოში, ჯერ სიტყვით ცდილობდნენ ადამიანის მოკვლას და შემდეგ საქმით ცდილობდნენ ადამიანის მოკვლას. ამიტომ, მე იმედი მაქვს, რომ ეს არ დადასტურდება, რაიმე განზრახი ქმედება, ასე ვთქვათ. მაგრამ მეორეს მხრივ, საკმაოდ საეჭვო გარემოებებია, რაც გვესმის. ყველამ შეიძლება ნახოს, ვინ ებრძვის ქართულ ეკლესიას პერსონალურად ვის მიაქვს შეტევები, მათ შორის, ვის ჰქონდა შეტევები მეუფე შიოზე. ვინ აკეთებს ამას, თავისი ხელით გააკეთა თუ ვიღაცა ამ აზრამდე მივიდა, ეს ისტორიას დიდად არაფერს არგებს, - ამბობს პაპუაშვილი.