რუსთავში ძალადობის ბრალდებით 9 წლის ბავშვის მამინაცვლის მამა დააკავეს
რუსთავში, 9 წლის ბიჭზე ძალადობის ბრალდებით 60 წლამდე ასაკის კაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაცით, 9 წლის ბავშვი ეზოში მამინაცვლის მამამ სცემა.